ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავთან- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის მეგობარმა newsreport.ge-სთან განაცხადა, რომელიც ფაქტის თვითმხილველია.გიორგი ოლქიევის განცხადებით, კარვის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ, სპეციალურად იყო მოგზავნილი.
უცნობი მამაკაცი იქვე მდგომ დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მოწყობას აპირებდა. მისი აღწერილობით მამაკაცი დაახლოებით 40 წლის იყო და ის ქაშუეთის მიმართულებით გაიქცა.
ოლქიევი აცხადებს, რომ იქვე მდგარმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ფაქტზე რეაგირება არ მოახდინეს.
“ქაშუეთის მხრიდან მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვიდა ერთერთი მოქალაქე და იქვე მდგომ დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა რომ გზა რომ არის გადაკეტილიო მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტის ჩატარებას ხო არ აპირებსო ამდროს მე და გელა ბიბილაშვილი საჭმელს ვჭამდით სკვერში რადროსაც გავიგე ეს სიტყვები მივატოვე ჭამა და ამ არარაობას ეს სიტყვები უთხარი შე არაკაცო შე ნაძირალა არიცი სად არის მაჩალიკაშვილი, იქვე ახლოს ძალოვანი უწყების თანამშრომლები იდგნენ სამოქალაქო ტანსაცმელში რომლებმაც უარყვეს და თქვეს რომ არაფერი გაუგიათ შემირცხვენია ყველა არაკაცი გეყოთ ამდენი სიბინძურის კეთება და მიიღეთ ზომები თუ მართლა ხართ რამეში მართლები როგორც ის მოქალაქე გაიქცა ის კი არგადაიღეს მე მიღებდნენ აქეთ ფარულად ვნახოთ ვინ მოიგებს ვინ წააგებს”-აცხადებს ოლქიევი.