ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია,უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს.როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ის ერთხმად აირჩიეს.
სისხლის სამართლის პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი და ლალი ფაფიაშვილი.
შეგახსენებთ, ყოფილი გენერალური პროკურორისა და ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. თადუმაძის დიპლომს საეჭვოდ განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი, ასევე ოპოზიცია. დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.