ბილდინგ დეველოპერის“დირექტორის, ალექსი სიხუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.დაკავებულ სიხუაშვილს გამოძიება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას ედავება.
საქმე ეხება სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტს, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.
ირკვევა რომ შპს-ს 7 მილიონიანი კონტრაქტი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ პრემიერის დავალებით გაუფორმა. ამ კომპანიის დირექტორი კი თბილისის მერის მოადგილის ძმაა.