თამარ ჩუგოშვილი – ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება

 


“ქართულ ოცნებაში” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თემას არ განიხილავენ, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე კი ყველა დაინტერესებულ მხარესთან სასაუბროდ მზადყოფნას გამოთქვამენ. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები ვერ ჩატარდება.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს მოთხოვნა არაადეკვატურია, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცა.