თამარ ჟვანიამ 63 თვეში 800 ათასი ლარი აიღო, აქედან 300 ათასი პრემია-დანამატებია

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2013-2019 წლებში 800 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო, საიდანაც 300 ათასი ლარი პრემია-დანამატებია.

სამუშაო 63 თვიდან, მხოლოდ 16 თვე იყო , როცა ჟვანიამ პრემია-დანამატი არ აიღო.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, თამარ ჟვანიას ანაზღაურება განსაკუთრებით მაღალი 2016-2018 წლებში , საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს იყო.

,,აღსანიშნავია შრომითი ანაზღაურების მკვეთრი ზრდა 2016 და 2018 წლებში, როდესაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 2016 წელს თამარ ჟვანიას შრომითმა ანაზღაურებამ 157,844 ლარი შეადგინა (81,277 – ხელფასი, 51,047 – დანამატი, 25,520- პრემია), 2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა – 136 350 ლარი შეადგინა (111,870 – ხელფასი, 24 480 – დანამატი((ჯილდო)”,- წერს ფლანგვის დეტექტორი.

ჟვანიას ანაზღაურება წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2013 – 59 404 ლარი
  • 2014 – 123 585 ლარი
  • 2015 – 92 546 ლარი
  • 2016 – 157 844 ლარი
  • 2017 – 119 339 ლარი
  • 2018 – 136 350 ლარი
  • 2019 – 109 534 ლარი

თამარ ჟვანია 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 2018 წლის 24 დეკემბერს ის ამ პოსტზე ხელმეორედ აირჩიეს.