თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ

თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებენ, ცესკო-ს თავმჯდომარეს პასუხების გაცემა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე მოუწევს.

ჟვანიას დაბარებას ოპოზიცია  ინტერპელაციის ფორმატში ითხოვს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ ინტერპელაციით მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა დაიბარა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ენმ განაცხადს უკან გაიწვევს და ინტერპელაციით თამარ ჟვანიას დაიბარებს.