თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდის ჩამოშლის გამო გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ.
ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი-თამარაშვილის ქუჩებისა და ყაზბეგის გამზირი-თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით.
თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ფერდი გვიან ღამით ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.