თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ძაღლს გაპარსვისას პირი თოკით დაუბეს


თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ეთერის მიმდინარეობის დროს ძაღლს ცუდად მოეპყრნენ. ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელმაც დაბმულ ძაღლს პირზე თოკი რამდენჯერმე შემოახვია და ისე დაიწყო მისი  გაპარსვა.მამაკაცი ცხოველს უხეშად ეპყრობოდა და იგინებოდა. ამის გამო ვიდეოს გადამღებს  შეხსენება მოუწია, რომ პირდაპირ ეთერში იყო.

“წყნარად, პირდაპირ ეთერში ვართ”, — უთხრა მან მამაკაცს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. 

თამაზ ელიზბარაშვილს განმარტების გაკეთება მოუწია. მისი მტკიცებით, მამაკაცი მათი თავშესაფრის თანამშრომელი არ არის და რამდენიმე დღით დაიქირავეს.

“არც ფული გადაუხადე და დავემშვიდობე. შეიძლება მარტო შენიშვნა მიმეცა და დარჩენილი 261 ძაღლიც გაეკრიჭა, მაგრამ თქვენმა ორკესტრირებულმა ლანძღვამ გადამაწყვეტინა მასთან მოლაპარაკების გაწყვეტა. ახლა თქვენი იმედი მაქვს, რომ ამ ფასად მომიძებნით ძაღლების ,,პარიკმახერს,, ან თქვენ მობრძანდებით მოხალისედ. მაგრამ იმდენი თქვენ რა გითხრათ, რაც მომსვლელები არ ხართ. მხოლოდ აქ, კლავიატურასთან ხართ მაგარი ს…ი”.