ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა. თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე იმყოფება მისი დედა, ხათუნა ოქროპირიძე.
ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ თამთა თოდაძე არ არის დაზარალებულად ცნობილი და ამ დრომდე ისინი ელოდებიან ილია ჯიშკარიანისთვის ბრალის წაყენებას.
გამოძიებამ თამთა თოდაძე დაკითხა, რომელიც დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს