ახალი სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ბევრად უფრო მწვავეა, ვიდრე ამას ხელისუფლება ღიად აცხადებს. ნათელია, რომ ხელისუფლება ძალიან მძიმე სცენარისთვის ემზადება.
თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს ირანის რელიგიური დედაქალაქის, ქუმას სიახლოვეს, თეირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 120 კილომეტრის დაშორებით ცოტა ხნის წინ გათხრილი ახალი საფლავები.
ირანის ხელისუფლებამ ორმოების თხრა კორონავირუსის მსხვერპლთათვის რამდენიმე დღეში დაიწყო, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის აფეთქების შესახებ პირველად გამოაცხადა. აქედან მალევე უჩვეულო აქტივობა დაიწყო იმ ადგილიდან ახლოს მდებარე სასაფლაოზე, სადაც ინფექცია აღმოჩნდა. სასაფლაოზე ახალი სექციები 21 თებერვლიდან გაჩნდა. როგორც სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, სასაფლაო ვირუსის გავრცელების კვალდაკვალ სწრაფად გაფართოვდა.
{{PHOTOGALLERY}}
მაღალი გარჩევადობის სატელიტური ფოტოები, რომლებიც 1დან 8 მარტამდეა გადაღებული აჩვენებს, სასაფლაოს შიგნით გაზრდილ აქტივობას, სადაც სამარხების რიცხვი და მანქანების მიმოსვლა ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.
ოფიციალურად 12 მარტის მდგომარეობით ირანში დაახლოებით 10 000 შემთხვევაა დარეგისტრირებული, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ რეალური სტატისტიკა ბევრად უფრო მძიმეა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საფლავები ძალიან სწრაფად და აქამდე დამკვიდრებული წესისგან განსხვავებული წესით გათხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცხედრების სწრაფად მზარდი რაოდენობის დამარხვისთვის ემზადება.