თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ, თუ ასე გააგრძელებს -“პატრიოტრთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის შეფასებით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, სინოდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ინაშვილმა სასულიერო პირს “მოქალაქე პეტრე” უწოდა.
“მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი.
საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს.
ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ, თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან განაყენა. მეუფე პეტრემ სხდომა დატოვა და მედიასთან ხმაურიანი განცხადება გააკეტა. პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრემ საქართველოს ეკლესიაში ჰომოსექსუალიზმის მხილება დაასახელა.