თავდაცვის ძალები ნედლი, ქართული ხორცით მომარაგდება- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალები ნედლი (გაუყინავი), ქართული ხორცით მომარაგდება. ამისთვის უწყებამ შესყიდვების სააგენტოსგან 1-თვიანი უფლება აიღო, რათა ხორცის შესყიდვისთვის გამარტივებული ტენდერი გამოეცხადებინა .

სამინისტროს განცხადებით, შესყიდვების სააგენტოსთან ერთად ფერმებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ,,თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველ ფერმერებთან, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მოახდინონ მობილიზება,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ნოემბრიდან კვების დანახარჯი 25%-ით გაიზარდა.