ბათუმში ძარცვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 თებერვალს მათ ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინაში მოტყუებით შეაღწიეს. ბინის მფლობელს – 87 წლის ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები შეუკრეს და სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბათუმში დააკავეს.
ასევე ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე – 2004 და 2003 წელს დაბადებული 2 არასრულწლოვანი ამხილეს. შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 12 თებერვალს არასრულწოვნებმა ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად არის ამოღებული, დანაშაული კი 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.