“თავისუფლებასთან წააგებთ”- ამ ტრანსფარანტებით რუსი დეპუტატების საწინააღმდეგო აქცია ქუთაისშიც იმართება.
როგორც მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო აქცია სპონტანურად სოციალური ქსელების საშუალებით დაიგეგმა. ისინი დღეს მომხდარ ფაქტს ეწინააღმდეგებიან.
მათ ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს.