თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია სამეცნიერო სტანდარტებს არ შეესაბამება.
ორგანიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართავს, შეისწავლოს ივანიშვილის დისერტაცია და ჩამოართვას სამეცნიერო ხარისხი.
“შეისწავლოს ბ. ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი”,- წერია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.
ქართული ოცნების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ივანიშვილის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ,,1982 – 1986 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია”.
ამ თემაზე 24 იანვარს, 11 საათზე თავისუფლების ინსტიტუტის პრესკონფერენცია გაიმართება.