“თავხედის ხმა მესმის”- შელაპარაკება გოგორიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის

კომიტეტის სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება, კვლავ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპიზიციონერ გამომსვლელებს რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

“დაიღალა საზოგადოება ასეთი ადამიანების ყურებით რომლებიც ცინიზმით გამოირჩევიან, დამშვიდდით და ცინიზმს მოეშვით” მიმართა ოხანაშვილმა ხათუნა გოგორიშვილს, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკა მოჰყვა: ” დღეს ერთი პლიუსი დაგისვეს ანრი ყოჩაღ” -უპასუხა გოგორიშვილმა.

დაპირისპირება მცირე ხანს გაგრძელდა. ოხანაშვილის კიდევ ერთ რეპლიკას გოგორიშვილმა ასე უპასუხა: “თავხედის ხმა მესმის, წესიერად მოიქეცი”