დეპუტატი ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ მას რუსთაველის გამზირზე არავისთვის დაურტყამს და პირიქით აქეთ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
“ჩვენ ხმას არ ვაძლევდით მთავრობას ამიტომ ავდექი და წამოვედი . ტაქსი ვერ ამოვიდა, ქვემოთ ჩავდიოდი. იქ დამესხნენ თავს სასტვენებით, ცხვრებით, დამიწყეს მთელი ამბავი. მე თავი დავიცავი”, – განაცხადა კვიციანმა.
ჟურნალისტის შეკითხვას თუ სად წაიყვანა პოლიციამ ის, ემზარ კვიციანმა ასე უპასუხა: “პოლიციამ წამიყვანა რესტორან ამბრაში სოხუმში იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდით”,’
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომიტინგეებმა კი მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
კვიციანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ემზარ კვიციანი პოლიციას, ოპერატორს და აქტივისტებს ურტყამს