თავს შევიკავებ, ღამის პირველ საათზე შევაფასო, ეკლესია როგორ იქცევა-ეს განცხადება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გააკეთა.
“მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრ ნიჭიერ და შეჭმარიტ მართლმადიდებელ მამაოსთან მაქვს ურთიერთბა, ამიტომ, მე თავს შევიკავებ, როგორც ამ ეკლესიის შვილი ღამის პირველ საათზე, ბლიც ინტერვიუში შევაფასო, ეკლესია როგორ იქცევა,
ხაზარაძე “ციანიდის” სკანდალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითრებული მოვლენები პროვოკაციული იყო.
“ეს სკანდალი, რომელმაც საკმაოდ სერიოზულად დააზიანა ეკლესია შეიძლებოდა, რომ თავიდან აგვერიდებინა. მით უმეტეს, ამ პირობებში, ეს იყო ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, იმიტომ, რომ ინსტიტუტი, რომელსაც აქვს ამხელა ნდობის მანდატი… პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ თუ გადავრჩით დღემდე, ჩვენმა ეკლესიამ და მართლმადიდებლობამ მოგვიყვანა აქამდე. მე დარწმუნებული ვარ. თავისუფლებისთვის ბრძოლამ და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა”, — განაცხადა ხაზარაძემ