ოპოზიცია კალაძეს:თბილისი იყო სიყვარულის ქალაქი, დღეს თბილისი აბსოლუტურად გაურკვეველი ქალაქია

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოში წლიური ანგარიშის წარსადგენად მისულ თბილისის მერს მიმართა. აღსანიშნავია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მერისადმი მიმართვის შემდეგ ისე, რომ არ დაელოდნენ პასუხებს,  დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“თბილისი იყო სიყვარულის ქალაქი, თბილისი იყო სიცოცხლით სავსე ქალაქი, თბილისი იყო საქმიანი ქალაქიც, მაგრამ ეს იყო წარსულში. დღეს თბილისი აბსოლუტურად გაურკვეველი ქალაქია. დღეს მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ და იქნებ, მივიღო პასუხი”, მიმართა თბილისის მერს მარიკა დათუკიშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერის არჩევნებზე კალაძის სლოგანი იყო “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ახლა კი საახალწლო სლოგანია – “სიყვარულით სავსე ქალაქი”.