„თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურიდან“ ევაკუაცია განხორციელდა

„თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურიდან“ ევაკუაცია განხორციელდა.ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სუპერმარკეტში მყოფ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს. ევაკუაცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სუპერმარკეტმა მუშაობა უკვე განაახლა.ევაკუაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.