დღეს დაგეგმილი ლგბტ თემის ღირსების მარში აღარ შედგება, ამის შესახებ თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა, ინფორმაციამ მსვლელობის დროის და ადგილის შესახებ გაჟონა, რის გამოც რადიკალთა ჯგუფის წევრებმა კონტრაქციის დაორგანიზება დაიწყეს, აქედან გამომდინარე პრაიდის ორგანიზატორებმა მსვლელობის გადადება გადაწყვიტეს. სოციალურ ქსელში კონტრაქციის მონაწილეებს შს სამინისტროს შენობასთან მისვლა გურამ ფალავანდიშვილმა მოუწოდა. სწორედ შს სამინსიტროს შენობასთან იგეგმებოდა ხვალ დილის 09:00 საათზე მსვლელობა.
თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო დღეს 8 ივლისს უნდა ჩატარებულიყო.














