დღეს დილას დაგეგმილი „ღირსების მარში” გადაიდო. ამის შესახებ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
„ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს დილის 9:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ინფორმაციამ ადგილმდებარეობის შესახებ გაჟონა და მათი უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიება კიდევ ერთხელ გადადეს.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის არის თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება.