“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებსა და მეუფეებს შორის შემთხვევითი შეხვედრა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შედგა.
საინფორმაციო პორტალმა “ონ.ჯიმ” დააფიქსირა კადრი, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები – მიტროპოლიტი შიო და თეოდორე, ასევე მთავარეპისკოპოსი იაკობი, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს გიორგი თაბაგარსა და მარიამ კვარაცხელიას ესაუბრებიან.
საუბრის მონაწილეების შეფასებით, შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო.
ფოტო: on.ge