თბილისის კანცელარიასთან ლგბტ თემის წარმომადგენლები და კონტრაქციის წევრები კვლავ იმყოფებიან.
“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები მოუწოდებენ მთავრობის პირველ პირებს, გააკეთონ განცხადებები მიმდინარე მოვლენების გარშემო
“მოვუწოდებთ, მამუკა ბახტაძეს, გიორგი გახარიას და ირაკლი კობახიძეს გააკეთონ განცხადებები თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ!
განაცხადონ, რომ
– ძალადობა და ძალადობის წახალისება არის მიუღებელი;
– ადამიანის უფლებების მათ შორის ლგბტქი ადამიანების დაცვა და თანასწორობა არის მნიშვნელოვანი;
– გააკეთებენ მაქსიმუმს ლგბტქი ადამიანების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ დავტოვებთ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას”,- აღნიშნულია “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციაზე ამ დროისთვის 2 აქციას შორის პოლიციის კორდონებია განლაგებული. აქციაზე მოიყვანეს ყვითელი ავტობუსები, რომლითაც ლგბტ თემს შესთავაზეს აქციის დატოვება, თუმცა მათი თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსით დატოვებას.