თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან- ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გავრცელდა.
განცხადების თანახმად, ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ წარიმართა პროცესები, კერძოდ საუბარია ვასაძის მიერ ლეგიონის შექმნაზე.
განცხადებაში აღნიშნულია ის ინფორმაციაც, რომ უკანონო დაჯგუფების შექმნის გამო გამოძიება შსს-მ დაიწყო, თუმცა აქვე წერია შს სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ვერ იძლევა უწყება პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიას.
„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები იძლევა საჯარო თავშეყრის ადგილებში მშვიდობიანი შეკრების გარანტიას სექსუალურ ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა საჯაროდ გამოხატოს თბილისი პრაიდის მსვლელობის მიმართ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიონ ზემოთ მოყვანილი მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღონ ძალადობისგან თავის დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.