დღეს, ჩინეთიდან თბილისში მორიგი ავიარეისი შესრულდა.როგორც მგზავრები აცხადებენ, ისინი საქართველოს საზღვარზე ახალ კორონა ვირუსზე არ შეუმოწმებიათ. როგორც ჩინეთის მოქალაქ აცხადებს, ჩინეთში საგანგებო ზომებია მიღებული და შემოწმება მათ სწორედ ქვეყნის დატოვებისას გაიარეს.
“ჩინეთში ხალხი კონტროლის ქვეშაა. ადამიანებს აეროპორტებში ტემპერატურას უმოწმებენ. აქ არავის შევუმოწმებივართ. ზოგიერთი ქალაქი ეპიდემიის გამო ჩაკეტილიცაა”- აცხადებს საქართველოში ჩამოსული ჩინეთის მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ახალ, კორონავირუსს ებრძვის. გარდაცვლილთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 800-ს აჭარბებს.