თბილისის 74-ე ბაგა- ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
“74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის, დედ-მამიშვილების, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ და რამდენიმე დღის შემდეგ, შეატყობინა დიაგნოზიც. ამის საფუძველზე ბაღმა მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ჩაატარეს ყველა საჭირო სადეზინფექციო სამუშაო. ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა”, – აცხადებენ ბაღების მართვის სააგენტოში.














