თბილისის ერთ-ერთ კლუბში ტურისტს შამპანურში, წვენსა და ღვინოში 12 ათას ლარზე მეტი გადაახდევინეს

თბილისის ერთ-ერთ კლუბში შვეიცარიელ ტურისტს ერთ ბოთლ შამპანურში, წვენსა და ღვინოში 12 ათას ლარზე მეტი გადაახდევინეს. ამის დასადასტურებლად ერთ-ერთმა პირმა გადახდის ქვითრის ამსახველი ფოტო გაავრცელა.

როგორც პოსტის ავტორი წერს, შვეიცარიელ ტურისტებს 20-მდე პირმა ალყა შემოარტყა და გადახდა აიძულა.