თბილისის იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის გასხვისებას აპროტესტებენ

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი დაკეტილია. შენობაში შესვლა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს. “ქართული მარშის” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აციაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, უცხოელებზე მიწის გასხვისება არ დაუშვას. ისინი მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრასაც მოითხოვენ.

აქცია იუსტიციის სახლის წინ მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ დეპუტატები ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები: გიორგი ანდრიაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე და სხვები.

ცნობისათვის, 7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების, პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელი დააკმაყოფილა და ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე შეჩერებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე უცხოელების საკუთრების უფლება. ამ შეზღუდვის გამო მოსარჩელეები მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ.