თბილისის მაღაზიებში ნაყიდ რამდენიმე პროდუქტში კიბოს გამომწვევი საღებავი აღმოჩნდა-იხილეთ ჩამონათვალი

კვლევის შედეგად, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ კვლევისთვის 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები  გერმანიის ლაბორატორიაში გადააგზავნა. 

შედეგად, შეძენილ სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა, რაც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს გსქ კულა;
ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;
ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი;
ეს აჯიკა, შპს ეს;
ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

“საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას”-აცხადებენ ორგანიზაციაში.