თბილისის მერი: რეგულაციები გასამკაცრებელია

თბილისის მერს, კახა კალაძეს უჭირს იმაზე საუბარი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე. შემთხვევის ადგილზე მისულმა თბილისის მერმა თქვა, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტრაგედია CO-ს გაჟონვას მოჰყვა. მისივე თქმით, რეგულაციები გასამკაცრებელია. 

“გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, რომ ზოგადად პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით – რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან – მოვისმინეთ, რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ, რადგან ყველა ვხედავთ, რომ ეს საჭიროა. არის შემთხვევები, როცა შეიძლება, კომპანის დაუდევრობით ხდებოდეს… ან მაცხოვრებლის მხრიდან ხდება დაუდევრობა. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათმობლები აკრძალულია და კატეგორიულად არ შეიძლება დახურულ სივრცეში მათი დამონტაჟება, მითუმეტეს კუსტარულად”,განაცხადა თბილისის მერმა.