{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მან თავის დროზე შესთავაზა “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩართულიყო მიწისქვეშა პარკინგების მოწესრიგების საქმეში და ქალაქისთვის ერთი სასიკეთო საქმე მაინც გაეკეთებინათ, თუმცა ამაოდ. დედაქალაქის მერმა ამ საკითხზე საკრებულოში ისაუბრა, სადაც კითხვა-პასუხი ოპოზიციის ნაწილის გარეშე მიმდინარეობს.
თბილისის მერის თქმით, მიწისქვეშა პარკინგების მოწესრიგების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, გაიმართა ყველა ინვესტორთან შეხვედრა და მათ შესთავაზეს, რომ ერთ ლარად გადაეცემოდათ კონკრეტული ადგილი იმის ვალდებულებით, რომ მოეწყობოდა საპარკინგე ადგილი, თუმცა კალაძის თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოხატა ინტერესი, რაც საკმარისი არ არის.
რაც შეეხება ღამის ეკონომიკას, რომელიც ირაკლი ნადირაძემ გააკრიტიკა,თბილისის მერის თქმით, ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდება, წარმატებული პროექტია და სიცრუეა ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადება, რომ თითქოს, ღამით მხოლოდ თითო-ოროლა ავტობუსი მოძრაობს. “ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ ხართო, გამოჩნდა, ვინ არ არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში – ადგნენ და გაიქცნენ“,განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ღამის კლუბებს, კალაძის თქმით, პირველ რიგში ეს კლუბები არიან დაინტერესებული, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაინერგოს და არა უთხრან ნარკოტიკს.
პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ავტობუსი რომ დადის “ახმეტელიდან“ “ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?! ამ საკითხით დაინტერესდა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.
მან კალაძეს ჰკითხა, მიაჩნია, თუ არა, რომ “ღამის ეკონომიკა“ მისი წარუმატებელი პროექტი იყო. “მას შემდეგ, რაც თქვენ ღამის ეკონომიკის განვითარება დააანონსეთ, ბატონი გახარია გამოვიდა და ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც დგას ე.წ. “ღამის ეკონომოკა“. ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს იყო თქვენი წარუმატებელი პროექტი?! როგორ ფიქრობთ, პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ევტობუსი რომ დადის “ახმეტელიდან“ “ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?!“, – მიმართა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს.