პარლამენტთან კარვების აღებასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას აკეთებს. როგორც მერიაში აცხადებენ, პარლამენტთან არსებული კარვების მფლობელებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია კარვების აღებასთან დაკავშირებით.
„დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს“, – აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ რუსთაველზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია გაასუფთავა. ტერიტორიიდან კარვები უკვე აიღეს, მათ შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც.