ექსპლუატაციაში მიუღებელი სახლების საკითხი დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
თბილისის მერიის კახა კალაძის განცხადებით, უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტია ცხადდება.
კალაძის თქმით, ეს შენობა-ნაგებობები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ძალიან ბევრია ქალაქში და ამ შენობა-ნაგებობებში, ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არაა მიღებული. შესაბამისად, ეს სერიზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალია და ვერ იყენებს ვერაფერში. მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არც ერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობების და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდართან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს, 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით“, – განაცხადა კალაძემ.