სცენა, რომელიც განთავსებული იყო რუსთაველის გამზირზე და აქციის გასამართად აუცილებელი ატრიბუტიკა, მერიამ წაიღო. წაღებულია „რუსთავი 2-ის“ სატელევიზიო ტრანსლაციისთვის საჭირო პოდიუმი.
ორგანიზატორების მოთხოვნაა, რომ თბილისის მერიამ ადგილზე დააბრუნოს სცენა და აპარატურა.
მათი თქმით, მერიამ თავიდან უთხრა, რომ დასუფთავების სამსახურს შეეშალა და ყველაფერს დააბრუნებდნენ. შემდეგ კი თქვა, რომ ყველაფერი დასაწყობებულია და ორგანიზატოებმა თვითონ უნდა დააბრუნონ უკან.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ მერიამ ყველაფერი სასწრაფოდ უკან დააბრუნოს.
რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციიდან ტრანსლაციის განხორციელებისთვის საჭირო პოდიუმები მერიამ გადაყარა. “ასე მოხდა გუშინწინაც. დავამზადეთ ახალი, თუმცა დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ მერიამ ისევ გადაგვიგდო.“–აცხადებს ნოდარ მელაძე.