თბილისის მეტროს ბაქნიდან მგზავრის გადავარდნის გამო მოძრაობა დროებით შეჩერდა

მეტრო „სადგურის მოედანზე“ მგზავრი ბაქანზე ჩავარდა, რის გამოც მატარებლის მოძრაობა 12:15 წუთიდან დროებით შეჩერდა. მცირე ხნის განმავლობაში მეტრო მხოლოდ ზონალურად მუშაობდა “ახმეტელის თეატრიდან” მეტროსადგურ „დიდუბემდე“.

სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას მცირე დაზიანებები აღენიშნება და უკვე გადაყვანილია საავამდყოფოში. ამ დროისთვის მეტროს მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია.