თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 28 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ალექსანდრე ბარამიძის და ვასილ კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთები), სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, სოფელი ქვემო ლისის, ფერმწერთა, ანდრო ბიწაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და ამილახვარის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებ გრიშაშვილის, ტაბახმელას, ხონელის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის და შუშინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.