გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. „თელასის” ცნობით, დღეს ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, გიორგი გეგეჭკორის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, იუნკერთა, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევის, წულუკიძის და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ალექსანდრე წერეთელის, ელვერ კუპატაძის, შუშის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, გელა ჭედიას, მონასტრის, წყალსადენის, ზარზმის, ილორის და ლაზოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცისარტყელას, ზესტაფონის და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, კერესელიძის და გოგებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.