თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 13 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ანაპის, თორნიკე ერისთავის, ფეიქართა, მოლითის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე დროის მონაკვეთში 10 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ნუხუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საბურთალოს და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, იოსელიანის, ანაკლიის, ჯიქიას, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, IV მიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივნის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, ფარნავაზის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ტაშკენტის, ოდესის, ზოვრეთის და ლევანდოვსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის აღმართის, ელენე ახვლედიანის და ხეთაგუროვის ქუჩების მცხოვრებლებს. 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.