თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 26 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ჩუღურეთის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უზნაძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, ქურდიანის, მაიაკოვსკის და მეტრეველის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კერესელიძის, თორაძის, მაყაშვილის, ზანდუკელის, ჭოველიძის, ღამბაშიძის, შარაშიძის, თარხნიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვარაზისხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, მიხეილ თუმანიშვილის, კოტე მახარაძის, სოფიკო ჭიაურელის და ანანურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, VIII მიკრორაიონების, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ხარაძის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ზარზმის, ილორის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, შევჩენკოს, ინგოროყვას, ლეონიძის, დოდო აბაშიძის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 დასახლების, სამრეწველო დასახლების, მეტროს „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თვალჭრელიძის, ბერიაშვილის, გახოკიძის, მაისურაძის, დამპალოს, აბაშვილის და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი: გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.