თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

“თელასის” ცნობით, ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, წულუკიძის, ვაზისუბნის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, მანდელშტამის, სამგორის, ლოლაძის და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I კვარტლის, შუამთის, კალოუბნის და კაკლიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ილურიძის, დიდი-ჯიხაიშის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ და II მიკრორაიონების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის, ალეკო გობრონიძის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის და თელეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაშლოვანის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“- აღნიშნულია თელასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.