გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკორაიონის, ვარკეთილი-3 I, II მიკრორაიონების და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV მიკრორაიონის, ფრანგულიანის და ორახელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა, III,IV ზონების(ნაწილობრივ), სოფელი ლისის, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება გივი კარტოზიას, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის(ნაწილობრივ), პეტრიწის და ბერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.