თბილისის ოც სკოლაში იტალიურის ენის სწავლება დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და საქართველოში იტალიის ელჩმა, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ განაცხადეს.
აღნიშნული ინიციატივა იტალიის მთვარობას ეკუთვნის და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით სექტემბრიდან განხორციელდება.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ სკოლებში დაიწყება იტალიური ენის სწავლება.
საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.