თბილისის ქუჩებში დილიდან საცობებია, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და მათ მოსამზადებელი სამუშაოებს უკავშირდება. ხვალიდან კი ღამის 12 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ოფიციალურად შეიზღუდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის -ყოფილი ელბაქიძის დაღმართის გავლით იმოძრავებს. კოტე აფხაზის -ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩის 11 ნომერთან თან დაასრულებენ. რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში 27 მაისიდან აღდგება.