თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის და თინათინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, ფატმანის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ავთანდილის, დავარის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, კანდელაკის და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, სანაპიროს, ერეკლე მეორეს, გორგასალის, ბამბის რიგის, თუმანიანის, ეფრემ მცირეს, კოტე აფხაზის, შარდენის და სიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და კოჯრის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, საბატონოს და ვლადიმერ წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, პუშკინის, გუდიაშვილის და ეროსი მანჯგალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 00:30 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.