გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოსა და დიდუბის რაიონები – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას, პეკინისა და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ),ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მზია ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, ანაკლიის, ჯიქიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერისა და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მერაბ ალექსიძის, ანდრია აფაქიძისა და ბიძინა კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახების XI მიკრორაიონის II კვარტლისა და გურამ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ბაბუციძის, ქინძმარაულის, ქიზიყის, ენუქიძისა და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რიგის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, საინგილოსა და კახეთის ხევის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ცუცხვათის, თელავის, ძევერის, ძეგლევის, შორაპნის, ვაჟა ივერიელის, შირაქის, ზინდისის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, წინანდლის, გარეკახეთისა და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, გობრონიძის, ვეკუას, ბრონშტეინის, კორინთასა და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონებისა (ნაწილობრივ) და თეთრი ტბის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.