თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის და მთაწმინდის რაიონები – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, შანიძის, გალის, თერგის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, ყიფშიძის (ნაწილობრივ), ატენის (ნაწილობრივ), ფალიაშვიის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, საინგილოს, კახეთის ხევის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, გიორგი ბერიაშვილის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთ უბანის დასახლების, ხევისპირის, წყაროთუბნის, მწვანე, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.