თბილისის საკრებულომ 2020 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა 1 მილიარდ 20 მილიონი ლარია, ასევე, წინა წლიდან შემორჩენილი 140 მილიონი ლარის ნაშთი და ავტობუსებისთვის აღებული 256 მილიონიანი სესხი.
საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერმა 2019 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წელს მნიშვნელოვანი იყო ტაქსების რეფორმის დაწყება , რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც და თქვა, რომ გაგრძელდება ავტობუსების და მეტროს ვაგონებს ჩანაცვლების პროექტი.
კალაძემ ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტზეც. მისი თქმით, მომავალ წელს თბილისის მერიას 2 პრიორიტეტი ექნება: ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ჯანდაცვის პროექტები.
ბიუჯეტს საკრებულოს 33-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციურმა პარტიებმა ბიუჯეტს ბოიკოტი გამოუცხადეს.