თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ივანიშვილს ღირსების შელახვისთვის უჩივის და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას მოითხოვს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, საქმე ეხება ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ნათელაშვილს ჯაშუშს უწოდებს.
სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დაინტერსდა, იყო თუ არა ნათელაშვილი ჯაშუშად გამოცხადებული 2007 წელს, რაზეც „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა უპასუხა, რომ ეს სინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის ივანიშვილის დავალებით სააკაშვილმა გაავრცელა თავისი კონტროლირებადი ტელევიზიებით.
შალვა ნათელაშვილი პროცესზე ივანიშვილის დასწრებას ითხოვს.