ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა გაასაღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან – 10 წლამდე ვადით.